Populaire Trefwoorden

Verbergen

საქართველოს იმედი წიგნი 8, მეოთხე საუკუნე

„საქართველოს იმედის“ ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ეს სერია მოიცავს ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრებას. ჩვენი მერვე წიგნი ქართლის გამაქრისტიანებელს – წმინდა ნინოს ეძღვნება. წმინდა ნინოს დამსახურებაა, რომ მისი ქართლში შემოსვლის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მისი ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად. მომდევნო წიგნებშიც თანმიმდევრულად გაცოცხლდება თქვენს თვალწინ ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და ხატზე გამოსახული თითოეული წმინდანის ცხოვრება.