საქართველოს იმედი წიგნი 7, წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება.
„საქართველოს იმედის“ ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ეს სერია მოიცავს ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრებას. წმინდა ნიკოლოზის ხატებამ „საქართველოს იმედის“ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მარცხნივ დაივანა. ჩვენი მეშვიდე წიგნი წმინდა ნიკოლოზს ეძღვნება. მომდევნო წიგნებშიც თანმიმდევრულად გაცოცხლდება თქვენს თვალწინ ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და ხატზე გამოსახული თითოეული წმინდანის ცხოვრება.