Populaire Trefwoorden

Verbergen

საქართველოს იმედი წიგნი 2, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი

„საქართველოს იმედის“ ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ეს სერია მოიცავს ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. „საქართველოს იმედის“ ხატის კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია საყდარზე დაბრძანებული დედა ღმრთისა ყრმა იესოთი ხელში. სწორედ უფლის დედას ეძღვნება ეს წიგნიც. მომდევნო წიგნებშიც თანმიმდევრულად გაცოცხლდება თქვენს თვალწინ ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და ხატზე გამოსახული თითოეული წმინდანის ცხოვრება.